Image

მოგესალმებით ყველას! ბლოგი იწყებს ფუნქციონირებას!

მოგესალმებით ყველას! ბლოგი იწყებს ფუნქციონირებას!

მოგესალმებით ყველას! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბლოგზე, რომელიც მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ და თუ რომელიმე
გაბუტული სახე ან გატეხილი გული იქნება ჩვენი სტუმარი, ხელგაშლილი დაუხვდება და დაანახებს, რომ მარტო არ არის…
დედამიწა მილიონობით წელია არსებობს და შეუძლებელია რომელიმე ჩვენგანს დაემართოს ისეთი რამ, რაც ჯერ არავის დასტყდომია თავს უბედურებად, ასე რომ გამაგრდით!
ცხოვრება ტანჯვაა, მაგრამ ბედნიერების სხივებმაც იცის გამონათება.
გამოგიტყდებით ახალბედა ვარ ბლოგის სამყაროში, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ, რომ საინტერესო გავხადო ეს გვერდი თქვენთვის, ისე რომ ყოველთვის როცა კომპიუტერის ეკრანს მიუსხდებით აკრიფოთ ჩვენი მისამართი და გვეწვიოთ… რატომ უნდა შემოგვიერთდეთ? იქნებ გაუჩნდა ეს შეკითხვა რომელიმეს…
შემიძლია ადვილად გიპასუხოთ: ეს ბლოგია სადაც ყველაფერს ნახავთ და ყველა შეკითხვაზე თუ არა უმეტესობაზე მაინც იპოვით პასუხს! თქვენს წინაშეა განსხვავებული თვალითა და კუთხით დანახული მსოფლიო და ფერადი ცის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები! ისიამოვნეთ…

Hello everybody!You’re welcome to the blog,which doesn’t make you to be dull,and if any a bit angry face or broken heart will be your guest,it will meet with hugs and that will show him/her,that he/she isn’t alone.                                                         The earth exists millions of years,and it’s impossible that we can experiance the thing s that nobody experienced before. So be strong!Life is suffering,but sometimes happy rays will come in sight and shine for us.                                             Truelly,I’m a new-commer to the “Blog-World”,but I’ll do my best to make this page interesting,so when you take place before a computure,dial our adress and visit us.                                                                                                                                               “Why do you have to join us?”….If  anyone has this question,I can easily answer it:”This is a blog,where you can see everything,and if not all the questions be answered,you’ll find the answer of most of them.Here is the world seen by different eyes and here are the people united under the colourfull sky!Enjoy yourselves,please!

ქართველი პეიზაჟისტი-ელენე ახვლედიანი

            საქართველოზე უზომოდ შეყვარებული….
ელენე ახვლედიანი(1898-1975)-მხატვარი,რომელიც თავისი მტკიცე ხასიათისა და დიდი შემოქმედებითი პოტენციით განუმეორებელ ტილოებს ქმნიდა. მისი ინდივიდუალური ხედვა და ოსტატობა აღიარეს მსოფლიოს უდიდესმა მხატვრებმა. მას ცნობდნენ და ელოდებოდნენ ევროპაში,მაგრამ ელენეს არ სურდა განშორება თავის სამშობლოსთან.უარს ამბობდა ყველანაერ მატერიალურ კეთილდღეობაზე,რასაც უცხოეტში გადახვეწა მოუტანდა. საქართველო!მხოლოდ საქართველო!-ეს იყო მისი მამოძრავებელი ძალაცა და მასაზრდოებელი. ახვლედიანის შემოქმედება საქართველოში უბერებელ სახედ რჩება..

               ელიჩკა…
ელიჩკა-ასე ეძახდნენ ახლობლები ელენე ახვლედიანს. ელიჩკა უყვარდათ,ელიკასკენ მიეჩქარებოდათ,მისი შემოქმედებით აღბრთოვანებულები იყვნენ! ელენე ძალიან რთული ცხოვრებით ცხოვრობდა…ეს იყო მუდმივი სრულყოფილების გზა ხელოვნებაში…
“ის აზროვნებს ხატვით და განიცდის ხატვით,უყვარს ხატვით…”- წერს ხელოვნებათმცოდნე ბაია წიქორიძე.
ელიჩკას ხელოვნება ყველაფეტი იყო-მუსიკა,პლასტიკა,ფილოსოფია-მთელი სამყარო…

          მოკლე ბიოგრაფია:
ელენე ახვლედიანი დაიბადა 1898 წლის 18 აპრილს,თელავში. მისი მამა-ცნობილი ექიმი,დიმიტრი ახვლედიანი წარმოშობით ლეჩხუმელი იყო. დედა-ელისაბედ ერისთავი,კეთილშობილი და ძალიან თბილი ქალი გახლდათ,აღნიშნავენ მაღალი ზნეობისო. ახვლედიანს ოთხი დედმამიშვილი ჰქოლია: ნინა,საშა,გოგოი და მაკო.
ელენეს განმარტოება არ უყვარდა,ძალიან სიმოვნებდა როცა და-ძმებითა და ნათესავებიტ გარშემორტყმული ხატავდა….ხატვა კი პატარაობიდანვე დაიწყო….
1906-07 წლებში ელენეს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და თედო ჟორდანიას სახლი იყიდა.
ელენე სწავლობდა წმ.ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის მოსამზადებელ განყოფილებზე,სადაც ქართულ ენას ვასილ ბარნოვი და ნინა ჩოლოყაშვილი ასწავლიდნენ. ეს სახელები ქართულ ისტორიაში ძალიან ბევრს ნიშნავს…
1918 წელს ელიცკამ სკლიფასკოვისა და ფოლეგის ხელმძღვანელობით ხატვის მოკლევადიანი პედაგოგიური კურსები გაიარა და პედაგოგის კვალიფიკაციაც მიენიჭა.
1918-20 წლებში ასწავლიდა კიდეც ხატვას.
1919 წელის ელენე ახვლედიანის პირველი დებიუტი შედგა…მნახველთა წინაშე წარდგენილმა ნახატებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
1922 წელს ელიჩკა ტბილისში დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში იწყებს სწავლას.
1921 წელს ელენე აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს გაყვა ცოლად.დიდი ქორწილიც გადაიხადეს.
“აპოლონი გონების დაკარგვამდ ეიყო შეყვარებული ენეზე,სწორედ ამიტომ ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე და ეს ეჭვიანობა გახდა მათი გაყრის მიზეზი”-იხსენებენ ახლობლები.
1926 წელს დიდი წარმატება ხვდა წილად,პარიზის გალერია “Quarte Chemins”-ში გამართულ პერსონალურ გამოფენაზე.
1934 წლიდან საქართველოში,მუშაობა დაიწყო წიგნის გრაფიკაში,ხოლო 1950 წლიდან-კინომხატვრობაში. შექმნა კოსტუმების ესკიზები კინოფილმებისთვის:”ჭრიჭინა”,”შეწყვერილი სიმღერა” და “ეთერის სიმღერა”.
1960 წელს მას საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მხატვრის წოდება მიანიჭეს.
1975 წელს ელენე გარდაიცვალა…

            ელენეზე ამბობდნენ და წერდნენ:
ჰეინრიც ნეიჰაუზი:” ტქვენი პერწერა ჩემში მუსიკალურ განცდას იწვევს,ისე,როგორც კარგი მუსიკა იწვევს გამოსახულებით წარმოსახვას და ფილოსოფიურ აზრბსაც კი..მთავარია განსაკუთრებული ხელოვნება იყოს კარჰი,ძალიან კარგი!თქვენი ფერწერა კი ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს”
ნათელა ურუშაძე: “ელენე ახვლედიანი ნამდვილი მხატვარია მუდამ და ყველაფერში. ეს ნათელია ყველასთვის,ვინც ცოტა ხნით მაინც ყოფილა მასთან.”
სვიატოსლავ რიხტერი: “ბედნიერი ვარ რომ ვიხილე ეს ახალი ფერადოვნება: მე ხომ 23 წელიწადია ახლოს ვიცნობ ეხვლედიანს…”

    ახვლედიანის ხელოვნება:
ელიჩკას პეიზაჟები:
1.”კახეთი.ზამთარი”
ეს პეიზაჟი ელენე ახვლედიანმა პარიზში შეასრულა და იქვე გამოფინა.უცხოეთში მყოფს საქართველოსთან სულიერი კავშირი არასდროს გაუწყვეტია…ეს ნახატი მნახველის ყურადღების ცენტრში მოექცა…პიკასოს მოეწონა და მისი შეძენა მოუსურვებია,მაგრამ ელენეს უარიტ გაუსტუმრებია.
ფაფუკ თოვლში ჩაფლული სამყარო თითქოს ავსებულია სიხარულის განცდით. თოვლის ხმა ფეხქვეშ შეიძლება იგრძნო,როგორც მუსიკა.ისმის ბავშვების ხალისიანი ჟრიამული. კახეთის ეთნოჰგრაფიისთვის დამახასიათებელი ყოფა: თიხის კოკებით მიმავალი ქალი,რომელიცგრძელ კაბასა და წელზე მოკრულ შალშია გახვეული.თონე,რომელშიც პურს აკრავენ და ურემიი-სოფლური ყოფის განუშორებელი ატრიბუტი,ზრაპრულ გარემოს ყოველდღიური ელემენტებით ავსებს. ნახატის მარჯვენა კუთხეში ნახევრად ჩანს გლეხის სახლი,რომლის ფანჯრიდან მომავალი სითბო და სინათლე მთელ ნახატს უცვლის განწყობას. პატარა ცეცხლისფერი დეტალი-ფარდა ფანჯარაზე-ერთდროულად დედობრივი სიყვარულისა და ოჯახური მყუდროების გამომხატველია.  მაღალი,ძლიერი,დატოტვილი ხეები,როგორც სალოცავად მომზადებული,ხელაბყრობილი ადამიანები ისე დგანან თოვლში.

Image

“ზამთარი რაჭაში”
ის რაც ელენეს საკუთარ ხელოვნებაზე მეტადაც კი უყვარდა,ყოველ ნახატში განუმეორებელ პეიზაჟად გადაიქცეოდა,ეს იყო-ხორცშესხმული მუსიკა-თვალით ხილული,მთელი არსებით ნაგრძნობი. თოვლი ძალიან უყვარდა…ერთხელ უთქვამს:”თოვლი ხომ იცით რატომ მიყვარს ასე განსაკუთრებულად?!ბუნების საოცრებაა…როცა დავბადებულვარ,18 აპრილს,დღისით,მზისით,თოვლი მოსულა და გადაპენტილა თელავი….”

Image

“თელავი”
ეს სურათი ახვლედიანმა პარიზში შეასრულა. ელიჩკაზე ამბობდნენ:”ელენე ახვლედიანი ქართველი მხატვარია,რომელმაც თავისი სამშობლოდან ჩამოიტანა ჩანახატები. ისინი წარმოადგენდნენ შესანიშნავ სცენებსა და მხატვრულ პეიზაჟებს საქართველოს ცხოვრებიდან”.
ნაწარმოები შესრულებულია თავისებური ხერხით.

Image

“ალაზნის ველი”

ალაზნის ველში უსაზღვრო თავისუფლება,სივრცსთან ერთად იშლება,და ელენე ახვლედიანის შინაგან თავისუფლებას ეხმიანება. “მხატვარი ფართო,თვალუწვდენელ სივრცეებს ქმნის,რასაც მთის ფერდობების,ხეებისა და გზების სიაგონალებით უსვამს ხაზს. საგნებსა და ფერადოვან ლაქებს გამოჰყოფს მოქნილი,თიტქოს ოსნავ დაუდევარი ლაღი მონასმით,რომლებიც საშუალებას იძლევა
თვალი მივადევნოთ მხატვრის ხელი მოძრაობას.”-წერს მერი კარბელაშვილი,ხელოვნებათმცოდნე.

“აცივდა”

ფერწერული ტილო “აცივდა” დიდი ოსტატობით არის შექმნილი. ამ ტილოთი,თითქოს სიცივის ნაკადი იჭრება ჩვენს ცნობიერებაში. ფერებით მდიდარი მტების ფონზე მიდის კაცი სახედრით და ისიც ბუნების ნაწილია…ტილო “აცივდა” ჰარმონიის შეგნებით არის დახატული. ელენე ახვლედიანი პორტრეტებს არ ხატავდა,მაგრამ ძალიან მოსწონდა პეიზაჟში ადამიანების ჩახატვა.

“კახეთის პეიზაჟი”
ელენე თამამად უხამებდა ფერებს პეიზაჟებში, და ეს ნახატი ამისი თვალსაჩინო მაგალითია.მაღალი ხეები მღელვარებასავით იჭრება შემოდგომის ფერებში.ფერმკთალ ნათიბში ზვინები დგანან. შეოდგომის მთებში სევდაა ჩაბუდებული. ამ სევდიან და მღელვარე პეიზაჟს მხოლოდ ვარდისფერი ნათება,რომელშიც ყვითელი მთაა გახვეული,სძენს რომანტიულ იერს..

Image

“ტალინი ზამთარში”,”ფასანაურის მიდამოები”,”ხეები ზამთარში”,”ჯვარი”,”იმერეთი”,”ციხისჯვარი”,”სოფელი ღამით”,”ზამთარი სიღნაღში”-ელენეს საუკეთესო ნამუშევრებია,პეიზაჟის ჟანრში,რომელმაც დაუვიწყარი კვალი დატოვა ხელოვნებაში.

ქართული ენა და ლიტერატურა: (1)

1.ვინ გააგებინა შუშანიკს მეუღლის გაამზდიანების ამბავი?

ა.დიაკონმა
ბ.”სადიასპანოითა ცხენითა”მოსულმა მსახურმა.
გ.სპარსმა კაცმა
დ.ხუცესმა
2.რატომ არ მოაბანინა სახეზე შემომხმარი სისხლი შუშანიკმა იაკობს?
ა.უნდოდა ყველას დაენახა ვარსქენის სისასტიკე
ბ.სურდა,რომ ვარსქენს ენახა თავისი ნამოქმედარი
გ.სისხლი ცოდვებისგან განწმენდის სიმბოლოდ მიაჩნდა
დ.თვითონვე უნდოდა ამისი გაკეთება.
3.რამდენი წლის ისტორია აქვს ავტორის თქმიტ “აბოს წამებას”?
ა.ოთხასი
ბ.რვაასი
გ.ხუთასი
დ.არცთუ ისე დიდი.
4.”გრიგოლ ზანძთელის ცხოვრებიდან”,რომელი ფრაზა გამოხატავს გრიგოლის ფისიკურ და სულიერ სრულყოფილებას:
ა.”გუამითა მთელ და სულითა უბიწო”.
ბ.”უბრალოი ხელითა და წმინდაი გულითა”.
გ.”ხილვითა დიდ,ხორცითა თხელ”.
დ.ხორცითა თხელ,ჰასაკითა სრულ”…

5.”გრიგოლ ხანძთელის ცოვრებიდან”,ჯავახეთის კრების ეპიზოდის მიხედვით,რა უმძიმესი არჩევანის წინაშე დააყენებდა გრიგოლი ეფრემს,თუ ეს უკანასკნელი მას შეეწინააღმდეგებოდა:
ა.გრიგოლი მისი მოძღვარი აღარ იქნებოდა.
ბ.ეფრემს ტაო-კლარჯეთს დაატოვინებდა
გ.საეკლესიო სასჯელს დაადებდა
დ.საქვეყნოდ შეარცხვენდა.
6.როგორ აპირებდა ცქირი გრიგოლის თავიდან მოშორებას?
ა.დაჭერით.
ბ.მასთან ლაპარაკით.
გ.მოკვლით
დ.შეშინებით
7.”ვეფხისტყაოსანის” მიხედვით,ვეზირების თქმით,როდის არიან ქალი და მამაკაცი თანასწორი?
ა.არცერთ შემთხვევაში
ბ.ნებისმიერ შემთხვევაში
გ.როდესაც მეფის შვილები არიან
დ.როდესაც ღვთის წინაშე წარდგებიან
8.ავთანდილის ანდერძის მიხედვით,რა არ შეშვენის ბრძენ კაცს?
ა.დაუფიქრებლად ნაბიჯის გადადგმა
ბ.მოგვრის განწირვა
გ.საყვარელი ქალის მიტოვება
დ.ქონების განიავება.
9.ვისი გეგმის მიხედვით აიღეს ქაჯეთის ციხე?
ა.ტარიელის
ბ.ავთანდილის
გ.ფრიდონის
დ.სამივე მათგანის.

 

ბ-დ

Image1.ბახუსი-ღვინისა და ლოთობის ღმერთი,იგივე დიონისე

2.ბელეროფონტო-გმირი,რომელმაც ურჩი ფრთოსანი ცხენი გახედნა,მაგრამ წარმატება და დიდება ვერ შეიშნო და ზღვაში ჩავარდა.

3.განხეთქილების ვაშლი-ხილი,რომელიც სამმა ქალმა ვერ გაიყო.

4.გეა-დედამიწა

5.გერიონი-ექიდნეს ძმა,სამთავიანი გოლიათი.

6.გორგონა-სულეთის სამეფოში მობინადრე ურჩხული,რომელსაც თმის მაგივრად გველები ესხა თავს და მზერით აქვავებდა ხალხს.

7.გორდია-გლეხი,რომელიც მეფე გახდა.თოკის გამონასკვის დიდოსტატი

8.გრაციები-ღმერთთან თანმხლები ულამაზესი და მხიარული ქალწულები.

9.დამასტე-უზნეო პროკრუსტეს მეტსახელი.

10.დაფნე-მდინარის ღმერთის ქალიშვილი.ნიმფა რომელიც დაფნის ბუჩქად იქცა

11.დედალოსი-მხატვარი და მშენებელი.ლაბირინტების სახელგანტქმული ოსტატი.მან პირველმა გამოიგონა ფრთები და შვილთან(იკაროსთან)ერთად აფრინდა ცაში.

12.დეიანირა-ჰერაკლეს ცოლი.
13.დელოსი-კუნძული სადაც დაიბადნენ და-ძმა,ტყუბეპი-აპოლონი და არტემიდე.
14.დემეტრე-მიწათმოქმედებისა და ნაყოფიერების ქალღმერთი,პერსეფონეს დედა და ჰადესის სიდედრი.
15.დემონები-ბოროტი სულები.16.დიანა-არტემიდე,რომეულად.
16.დიონისე-მევენახეობა-მეღვინეობის მფარველი ღმერთი,რომელსაც ორჯერ დაბადებულს ეძახიან.
17.დრიადები-ხის სულები.

22-38

Imageევრიპიდე:

22.აუცილებლად დაქორწინდი.თუ კარგი ცოლი გარგუნა ბედმა,გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი-ფიოსოფოსი მაინც იქნები.

23.თუ კაცი თავის ჯამრთელობას თვითონვე მიხედავს,უკეთესს ექიმს ვერ იპოვის.

24.რა არის ბავშვო,სიყვარულს რომ უწოდებვს ხალხი?!ტკივილისა და ნეტარების განცდა…

სოკრატე:

25.მე თვითონაც ვიბნები და სხვასაც ვაბნევ.

26.ხანდახან ცფიქრობ,წერაც გმირობაა,თუ ეს ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.

27.სხეული ისე ვერ განიკურნება თუ ჯერ სული არ გაბიკურნა.

28.ისე მოიქეცით,რომ მან,ვისი მოხმობაც გინდათ,თვითონ გამოგიწოდოთ ხელი.ძალით ვერავის დაიმეგობრებ და ვერც ვერავის შეაყვარებ თავს,ასეთ დროს ყოველგვარი ჯადო უძლურია.

29.დააფასეთ სიცილი,ის არასდროსაა ზედმეტი.

დემოკრიტე:

30.ვინც ცხოვრობს უშინაარსოდ,უგუნურად,თავაშვებულად-კი არ ცხოვრობს,ნელნელა კვდება…

31.სჯობს ვიფიქროთ მოქმედებამდე,ვიდრე მოქმედების შემდეგ.

32.სამარცხვინოა სხვის შეცდომებში კირკიტი,როცან საკუთარი არ აღმოგიჩენია.

33.თავის ქებას სჯობს,სხვამ შეგვაქოს!

34,თუ ქება დამსახურებულად ვერ ჩათვალო,ჩათვალე რომ ის მლიქველობაა….

35.ბედში მეგობარს იოლად შეიძლენ,განსაცდელში-ძნელად.

36.ბევრი გეფიცება მეგობრობას და მეგობარი არაა.ზოგი,პირიქით,მეგობრად არ ჩაგითვლია და მეგობარია.

37.მშობლებთან შვილის მტრობა ბევრად უფრო მძიმეა,ვიდრე უცხოსთან.

38.ვისაც კარგი სიძე შეხვდა,შვილი შეიძინა,ვისაც ცუდი-ასული დაკარგა.

5 აპრილი

Imageდღეს სკოლაში არ წავსულვარ….ცუდად ვიყავი ძალიან,მეგონა ვკვდებოდი….საერთოდ ისე ხშირად მგონია,რომ ვკვდები,უკვე მეშინია ამ ფიქრში არ გავეცალო სიცოცხლეს…დღეისთვის მოსაყოლი თითქოს ბევრი არც არაფერი მაქვს….დღემ ტკივილსა და ძლილში ჩაიარა…ნეტავ რამხელა ტკივილის ატანა შეუძლია ადამიანის სხეულს და სულს? სული ხომ გაცილებით უფრო ძლიერია ვიდრე სხული,მაგრამ მაინც სულიერად უფრო ადვილად ეცემიან ადამიანები ვიდრე ფიზიკურად….სულიერ დაცემას სხეულის გახრწნა და სიცოცხლეშივე სიკვდილი მოზდევს…

       “მარტოობა ოთახში,მარტოობა რთულია”….(გ.ზანგური)

     22 აპრილს გადაღებული ვიდეო რგოლი უნდა ჩავაბაროთ ჟიურის,ჩვენ კი ჯერ საჭირო მასალა და რეკვიზიტებიც კი არ შეგვიძენია…მგონია,რომ თავს ვერ მოვაბამთ,მაგრამ დანებებას არ ვაპირებ,ამდენი მიშრომია და ახლა ჩავიქნიო ხელი,როცა ასე ახლოს ვართ მიზანთან?დცენარი დავწერე,ვთარგმნე და ახლა ავიღო ხელი?!ვერ მოგართვით….ყველაფერს შევძლებ(თ)!!!! ტყულის ვიტყვი,რომ თქვა ჩემი თანაგუნდელები ვენებს იჭრიან მონდომებისგანთქო,მაგრამ ოღონდაც ამ შეჯიბრებას მოვიგებდეთ და სულ არ მინდა მათი დახმარება…ნატა დღეს ფასების გასაგებად გასულა,მაგრამ სარფიანად ვერ უვაჭრია,მეტიც სიიდან ნაჭრის გარდა ვერაფერი უნახავს….უსახსრობიდან გამომდინარე შეიძლება სცენარში ელემენტებიც კი შევცვალოთ….არ გვინდა სკოლას ზედმეტი ხარჯი გავაწევინოთ….უიუი,მე ვწერ,ვწერ,თქვენ კი საქმის კურსში არახართ რაზეა საუბარი,მოდი გაგარკვევთ: სადღაც 3 კვირის წინ ბიბლიოთეკაში შეგვკვრიბეს და ამერიკიდან ჩამოსული მასწავლებელი-პიტერი(ჩვენებურად პეტრე,მოფერებით პეტო (:D)წარგვიდგინეს,რომელმაც გაგვაცნო თავისი ჩანაფიქრი.მეგობრობის თემაზე უნდა გადაგვეღი ვიდეორგოლი(დაახლოებით 5 წუთამდე)და გაგვეგზავნა საერთაშორისო კონკურსზე,გამარჯვებულ გუნდს(გუნდი სამი წევრისგან შედგება)გადაეცემა აიპადები საჩუქრად…უნდა გამოგიტყდეთ,რომ იმის მიუხედავად აიპადი ძალიან,რომ მსურს,მაინც არ არის იმის მიზეზი გამარჯვებისკენ ასეთი დაჟინებით,რომ მივილტვი….სამი წერტილი აქ სავსებით საკმარისია,დანარჩენზე თავად იფიქრეთ…..რაც შეეხება სცენარსა და ვიდეო რგოლს, 22 აპრილისთვის ელოდეთ :))

4 აპრილი

რვის ნახევარზე წამომაგდეს ფეხზე(ლამის ჩამომეძნა ჩაცმისას…არა და თითქოს გვიან არ დავწოლილვარ…ყველაფერი გადაღლის ბრალია უსათუოდ….),დედიკოსთან გავცუნცულდი და ლოგინში ჩავუწექი,მოფერება დავუწყე,ზეგ დაბადების დღე აქვს,ოცდათხუთმეტი წლის ხდება ჩემი “ღაწვუკა”…ჩემი ტკბილი….ალბათ არ აღნიშნავს.ნეტავ ფული მქონდეს,უარ მომიწევდა უსაჩუქროდ მილოცვა. მუშაობას როცა დავიწყებ,აუცილებლად გავანებივრებ ხოლმე….

დილას კარგ ხასიათზე ვიყავი(დედიკომ და მამიკომ მაცინეს)მაგრამ მაღაზიაში ნაყიდმა უგემურმა და ცივმა ხაჭაპურმა ნამდვილად უარყოფითად იმოქმედა ჩემ განწობაზე. უკეთესი იქნებოდა სულ,რომ არ მეჭამა,დილაობით საუზმობა არ მჩვევია ხოლმე და საინტერესოა დღეს რამ მიკბინა.

სკოლაში მისულს ხასიათი გამომიკეთდათქო ვერ ვიტყვი,რადგან მოგატყუებთ,მე კი არ მინდა ეს ბლოგი ტყუილების სავანედ ვაქციო,ისედაც სიცრუეში ცხოვრობს კაცობრიობა და დაე,ამოსუნთქვასავით ჩვენს მისამართზე შემოსვლა…სამწუხაროდ ოცდამეერთე საუკუნეში სიცრუეს კი არა სიმართლეს ებრძვიან და რაც მთავარია სამართლიანობის ნიღბებს ამოფარებული….რას გაუგებ ამ ხალხს?ზედმეტად უცნაურია საზოგადოების ფსიქოლოგია…ჩაუღრმავდები და ხვდები,რომ ძირი არ აქვს…უკიდეგანო და უსასრულოა,თითქოს საზღვრების დაწესება დავიწყებია მისთვის დედა-ბუნებას.

იმის მიუხედავად,რომ მზემ გამოანათა,მაინც სიცივეა დედამიწაზე,მიწა ისეთი გრილია,თითქოს ყინულის ფენა აწვებოდეს ქვემოდან…

სამწუხაროდ დილა გაღიზიანებული “გამარჯობით” დავიწყე….დიდი ხანია შევამჩნიე ოხერი უხასიათობა,რომ დამჩემდა,ალბათ ძნელია ჩემთან ურთიერთობა….იმდენად ხშირად ვარ გაღიზიანებული,თითქოს დამავიწყდა კიდეც,როგორია როცა არაფერი მაწუხებს და უბრალოდ ნორმალურად ვარ. საინტერესოა რა არის უხასიათობის წამალი…ალბათ სიცილი….სიცილი,რომელიც წამალივით მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და არასოდესაა ზედმეტი. მაგრამ სულელი ხომ არ ვარ უმიზეზოდ,რომ დავჯდე და ვიცინო?!თავი,რომც გავისულელო სიცილი ტირილში გადამეზრდება,რადგან ჩემი აზრით როცა ადამიანი მარტო იცინის,ის პირველ რიგში თავის თავს,მერე კი მთელს მსოფლიოს დასცინის….

კვლავინდებურად უცნაურ სიზმრებს ვნახულობ….და როგორც ჩვეულებრივ არ მამახსოვრდება,არა და იყო დრო,როცა დიდხანს მრჩებოდა ხოლმე გონებაში ღამის ეპიზოდები.

იცით რაზე ვფიქრობდი მათემატიკის გაკვეთილზე მჯდარი?(რათქმაუნდა არ იცით!საიდან უნდა იცოდეთ?!) რა სურს ადამიანს?!(იქნებ ამის კურსში მაინც იყოთ?) მგონია,რომ სიცოცხლე…მაშინაც კი,როცა მზად არის თავის მოსაკლავად. სიცოცხლეზე ყველაზე კარად აგონიაში ჩავარდნილი მომაკვდავი დაწერდა ალბათ,რადგან სწორედ ის არის ბედნიერი,რომელსაც თვალი ეხილება და ჭეშმარიტებას ეზიარება.ჩვენ იმდენად ღრმათ ვართ ჩაფლული პრობლემების ჭაობში,რომ გვავიწდება ცხოვრების მშვენიერების შესახებ….დრო აღარ გვრჩება ვიფიქროთ იმაზე თუ რა ლამაზია…სწორედ პრობლემები ისრუტავენ ჩვენი სიცოცხლის ნათელ წუთებს და ბედნიერების საშუალებას გვისპობენ. სიცოცხლე ის არის რასაც ადამიანი ბოლო ამოსუნთქვამდე ებღაუჭება ისე,როგორც წყალწაღებული უკანაკსნელ ხავსს….ის კჯამრთელობას ჰგავს,სანამ პირისპირ არ დავუდგებით განშორებას,ვერ ვაფასებთ…..თუმცა ღირს თუ არა ამ საკითხზე ხშირად ფიქრი არ ვიცი……Image

Video

the way I loved you

He is sensible and so incredible
And all my single friends are jealous
He says everything I need to hear and it’s like
I couldn’t ask for anything better
He opens up my door and I get into his car
And he says you look beautiful tonight
And I feel perfectly fine

But I miss screaming and fighting and kissing in the rain
And it’s 2am and I’m cursing your name
You’re so in love that you act insane
And that’s the way I loved you
Breakin’ down and coming undone
It’s a roller coaster kinda rush
And I never knew I could feel that much
And that’s the way I loved you

He respects my space
And never makes me wait
And he calls exactly when he says he will
He’s close to my mother
Talks business with my father
He’s charming and endearing
And I’m comfortable

But I miss screaming and fighting and kissing in the rain
And it’s 2am and I’m cursing your name
You’re so in love that you act insane
And that’s the way I loved you
Breakin’ down and coming undone
It’s a roller coaster kinda rush
And I never knew I could feel that much
And that’s the way I loved you

He can’t see the smile I’m faking
And my heart’s not breaking
Cause I’m not feeling anything at all
And you were wild and crazy
Just so frustrating intoxicating
Complicated, got away by some mistake and now

I miss screaming and fighting and kissing in the rain
It’s 2am and I’m cursing your name
I’m so in love that I acted insane
And that’s the way I loved you
Breaking down and coming undone
It’s a roller coaster kinda rush
And I never knew I could feel that much
And that’s the way I loved you oh, oh

And that’s the way I loved you oh, oh
Never knew I could feel that much
And that’s the way I loved you